ისარგებლე მობილობით SANGU-ში
წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა
წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა.
2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობისთვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2022 წლის 28 იანვრის 12:00 საათიდან - 8 თებერვლის 18:00 საათამდე.
მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- სამართალი - 30 ადგილი
- საერთაშორისო ურთიერთობები - 30 ადგილი
- ისტორია - 20 ადგილი
- ქართული ფილოლოგია - 20 ადგილი
ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე:
- მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა) - 40 ადგილი
- მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ქართული, როგორც მეორე ენა) - 40 ადგილი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- სამართალი - 10 ადგილი
- საჯარო მმართველობა - 10 ადგილი
- საქართველოს ისტორია - 10 ადგილი
- ქართული ფილოლოგია - 10 ადგილი
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე:
- საქართველოს ისტორია - 5 ადგილი
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- ბიზნესის ადმინისტრირება - 25 ადგილი
- ტურიზმის ბიზნესი - 25 ადგილი
- ფსიქოლოგია - 25 ადგილი
- კომპიუტერული მეცნიერება - 25 ადგილი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 20 ადგილი
- ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 10 ადგილი
- კომპიუტერული მეცნიერება - 15 ადგილი
სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის, საჯარო მმართველობის, სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების, კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- სამართალი - 2990 ლარს
- საჯარო მმართველობა - 2750 ლარს
- სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - - 2500 ლარს
- ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 3500 ლარს
- კომპიუტერული მეცნიერება - 3350 ლარს
მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2022 წლის 10-14 თებერვალი
- აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება - 2022 წლის 11-15 თებერვალი
- სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2022 წლის 12-16 თებერვალი
- დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2022 წლის 12-16 თებერვალი
- მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - არაუგვიანეს 2022 წლის 18 თებერვალი
მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება
- სტუდენტის ანკეტა
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის - ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ;
- სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
- სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა მართვის სისტემის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია, როგორც ფიზიკურად უნივერსიტეტის I კორპუსის 103-ე ოთახში (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე) ასევე ელექტრონულად, ელ. ფოსტაზე: sastsavlo@sangu.edu.ge
გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში აუცილებელია გადმოაგზავნოთ ყველა საჭირო დოკუმენტის დასკანირებული ელექტრონული ვერსია.
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
