მენიუ

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ქართული, როგორც მეორე ენა)

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების მაგისტრი (ქართული ენა და ლიტერატურა(VII-XII კლასები); ინგლისური ენა; ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა (საქართველოს უმცირესობებისათვის).
სწავლის წლიური საფასური: 2250 ლარი
პროგრამის კოდი: 1450112
მისაღები ადგილების რაოდენობა: 70

ჩასაბარებელი გამოცდები

 

პროგრამის ხელმძღვანელები:

  • მანანა ტაბიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • ოთარ მათეშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
  • ნონა პოპიაშვილი, მოწვეული სპეციალისტი;
  • ზურაბ ბერია, ფიზიკის დოქტორი, პროფესორი.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

ერთიანი ეროვნული გამოცდები. საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს. პროგრამაზე ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტების რანჟირების საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად. ინგლისური ენის ცოდნა A1 დონე


საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს ოთხ მოდულს:

  • ძირითადი სპეციალობების მოდული (150 კრედიტი):
  • თავისუფალი კომპონენტების მოდული (30 კრედიტი): სასწავლო კურსები,რომლებიც უზრუნველყოფს ზოგად საკომუნიკაციო უნარებს და ინტერდისციპლინური ცოდნის მიღებას.
  • მასწავლებლის მომზადების მოდული (60 კრედიტი):

       სავალდებულო - 48 კრედიტი;

       არჩევითი - 12 კრედიტი.

  • სასწავლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდული (60 კრედიტი).


პროგრამის მიზანი:

300-კრედიტიანი ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს საუნივერსიტეტო განათლება როგორც განათლების მეცნიერებების, ასევე, ქართული ენის, ქართული ლიტერატურის ისტორიისა და ინგლისური ენის მიმართულებით. პროგრამის ძირითადი მოდულების ამოცანაა მიაწოდოს სტუდენტს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსითა და დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულებისთვის აუცილებელი საგნობრივი ცოდნა და პედაგოგიური უნარ-ჩვევები. სამაგისტრო ნაშრომის მიზანია, ასევე, სპეციალობის მიხედვით სასკოლო პრაქტიკის კვლევა; კერძოდ, ქართული ფილოლოგიის დარგში (ქართული ენისა და ლიტერატურის სფეროში), ასევე, ინგლისური ენის მიმართულებით მიღებული ცოდნისა და განათლების მეცნიერებების კვლევის მეთოდების გამოყენებით სასკოლო პრაქტიკის კვლევა, კვლევითი საქმიანობისთვის აუცილებელი უნარების გაუმჯობესება, სამეცნიერო ინფორმაციის მოძიება და კრიტიკული შეფასება, სამეცნიერო ნაშრომის მომზადების, გაფორმებისა და კვლევის შედეგების პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება. პროგრამის მიზანი შეესაბამება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მისიას, რომლის მნიშვნელოვანი ასპექტებია ქართული სახელმწიფოებრიობისა და ერის ინტელექტუალური, ზნეობრივი, კულტურული, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ცოდნის გადაცემა,
განათლების გავრცელება.

შეთავაზება SANGU-ს კურსდამთავრებულებს

თუ საბაკალავრო საფეხური SANGU-ში დაამთავრე და ახლა სამაგისტრო პროგრამაზე გეგმავ სწავლის გაგრძელებას, ეს შეთავაზება შენთვისაა
Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა