მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა
- სწავლების ენა: ქართული
- ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
- კრედიტები: 60 ECTS
- პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ზურაბ ბერია
- ელ. ფოსტა: teachers2025@sangu.edu.ge
- აკადემიური კალენდარი
- წინასწარი სარეგისტრაციო ბმული
SANGU გთავაზობთ 40%-იან დაფინანსებას პროგრამაზე ჩარიცხულ ყველა მსმენელს — სახელმწიფო დაფინანსებული ადგილების მიღმა.
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა მასწავლებლის სერტიფიკატი, რომელიც იძლევა დასაქმების უფლებას მრავალ საგნობრივ მიმართულებაში (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურები, სპეციალური მასწავლებელი, უცხო ენები და სხვ.).
პროგრამის ლექტორებად მოწვეულნი არიან საქართველოში საუკეთესო სპეციალისტები, მათ შორის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ათასწლეულის ფონდისა და მასწავლებელთა სახლის პროგრამებში.
დასაქმებულ სტუდენტებს უპირატესობა ეძლევათ მოქნილი სასწავლო გრაფიკის სახით.
პროგრამა გთავაზობთ მრავალფეროვან სასკოლო პრაქტიკას როგორც უნივერსიტეტის პარტნიორ სკოლებში, ისე სტუდენტის მიერ შერჩეულ სასწავლებლებში.
უნივერსიტეტს აქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით იყენებს თანამედროვე რეალურ და ვირტუალურ ლაბორატორიებს.
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება მასწავლებლის სერტიფიკატი და მასწავლებლად მუშაობის უფლება შესაბამის საგნობრივ მიმართულებაში.
საგნობრივი მიმართულებები:
- სახელმწიფო ენა
- ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი)
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ქართული, როგორც მეორე ენა
- საზოგადოებრივი მეცნიერებები
- ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური)
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
- ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური)
- ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- მათემატიკა
- ტექნოლოგიები
- ესთეტიკური აღზრდა
- სპორტი
- უცხოური ენები
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- ფრანგული ენა
- გერმანული ენა
- იტალიური ენა
- რუსული ენა
- ასევე
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
პროგრამაზე დაიშვება ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოცდით.
სპეციალური მასწავლებლის პროგრამის დამატებითი პირობები
საჭიროა სპეციალური მასწავლებლის საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება და სულ მცირე 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება საგანმანათლებლო ინსტიტუციებში (სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, დღის ცენტრები და ა.შ.). კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სპეციალური მასწავლებლის სერტიფიკატი.
საუნივერსიტეტო გასაუბრება
რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ ჩატარდება შიდა გასაუბრება. დეტალური ინფორმაცია კონკურსანტებს ელ.ფოსტაზე ეცნობებათ წინასწარ.
შეფასების კრიტერიუმები:
- მოტივაცია
- სიახლეებისადმი მზაობა
- პრობლემის გადაჭრის უნარი
- არგუმენტირებული მსჯელობა
- მეტყველების უნარი
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები
- საგნობრივი გამოცდის შედეგი (თანაბარი ქულების შემთხვევაში)
პროგრამაზე მიღების ადმინისტრირების ვადები:
- აპლიკანტთა რეგისტრაცია/საბუთების მიღება: 30 აგვისტო - 6 სექტემბერი (ორშაბათი-პარასკევი; 10:00-17:00 სთ. - შაბათი 10:00-15:00 სთ.);
- კონკურსანტებთან გასაუბრება: 8 -13 სექტემბერი;
- გასაუბრების შედეგები გამოცხადდება ეტაპობრივად - 16-20 სექტემბერს;
- ხელშეკრულების გაფორმება პროგრამაზე ჩასარიცხ პირებთან: 22-30 სექტემბერი:
- რანჟირების ბრძანების გამოცემა: 5 ოქტომბერი;
- ჩარიცხვის ბრძანების გამოცემა: 6 ოქტომბერი.
საჭირო დოკუმენტების ნუსხა
- პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი
- ფოტოსურათი (3x4) CD-ზე
- დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები
- საგნობრივი გამოცდის ცნობა ან საგამოცდო ბარათი
- სამხედრო ბარათის ასლი (ვაჟებისთვის)