Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები პერსონალისათვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის. მობილობა ხორციელდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, იტალიურ პარტნიორ უნივერსიტეტში (ნეაპოლის უნივერსიტეტში) რომელიც სრულად ფინანსდება Erasmus+ პროგრამის მიერ, პარტნიორი უნივერსიტეტის მხრიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიურ პერსონალს.
მობილობა გულისხმობს მასპინძელ უნივერსიტეტში, ლექციების ჩატარებას (8-9 საათი), წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. მობილობის კონკრეტული პერიოდის შერჩევა და სალექციო თემატიკის შეთანხმება მოხდება მასპინძელ უნივერსიტეტთან.
მობილობის პერიოდი მოიცავს 7-10 დღეს, საიდანაც ხუთი-რვა დღის მანძილზე იგეგმება ლექციების ჩატარება და დაინტერესების შემთხვევაში სხვა შეხვედრები უნივერსიტეტის პერსონალთან, ხოლო ორი დღე განსაზღვრულია მგზავრობისათვის.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 22 ნოემბერი.
მოთხოვნილი საბუთები:
პირადობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის - პასპორტის (მისი არარსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწმობის) ასლი (pdf ვერსია);
CV ინგლისურ ენაზე (pdf ვერსია); სასურველია ევროპული ფორმატი;
ცნობა უნივერსიტეტიდან აკადემიური თანამდებობის დაკავების შესახებ (უცხო ენაზე, pdf ვერსია);
მოტივაცია/სამოქმედო გეგმა (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა), სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს:
მობილობის მიზანი;
სალექციო თემატიკა და შინაარსი;
მოსალოდნელი შედეგები და გავლენა (როგორც პროფესიული განვითარების ასევე სტუდენტების კომპეტენციების განვითარების კუთხით);
მიღებული გამოცდილების გამოყენებისა და გაზიარების პერსპექტივა;
სავარაუდო შეხვედრებისათვის საინტერესო საკითხების ჩამონათვალი;
ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკაცი/უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ გაცემული B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი/ ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების (არანაკლებ 1 წელი) დამადასტურებელი დოკუმენტი/ ინგლისურ ენაზე სწავლის (არანაკლებ 1 წელი) დამადასტურებელი დოკუმენტი);
აკადემიური და/ან პროფესიული რეკომენდაცია შესაბამისი სკოლიდან/პროგრამის ხელმძღვანელისგან (pdf ვერსია);
სსსმ/შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში, pdf ვერსია).
შერჩევის პროცედურა:
საბუთების გადარჩევა და შეფასება კომისიის მიერ;
გასაუბრება კომისიის წინაშე;
შერჩეული კანდიდატები ნომინირებული იქნებიან მასპინძელ უნივერსიტეტში და შემდგომი პროცედურების წარმართვა მოხდება მიმღები უნივერსიტეტის მხრიდან.
დამატებითი ინფორმაციისა და კითხვებისათვის გამოიყენეთ შემდეგი ელ. ფოსტა: iro@sangu.edu.ge
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
შენი პროფესიული ბრენდი, როგორ შეგამჩნიონ და აგირჩიონ?
5 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის პროფესიული ბრენდის შექმნის შესახებ შეხვედრა გაიმართება.
