ისარგებლე მობილობით SANGU-ში
წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა.
წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა.
2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისთვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2021 წლის 16 აგვისტოდან - 30 აგვისტოს 18:00 საათამდე.
მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- სამართალი - 30 ადგილი
- საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 30 ადგილი
- ისტორია - 15 ადგილი
- ქართული ფილოლოგია - 15 ადგილი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- სამართალი - 20 ადგილი
- საჯარო მმართველობა - 20 ადგილი
- საქართველოს ისტორია - 10 ადგილი
- ქართული ფილოლოგია - 10 ადგილი
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- ბიზნესის ადმინისტრირება - 25 ადგილი
- ტურიზმის ბიზნესი - 25 ადგილი
- ეკონომიკა - 20 ადგილი
- ფსიქოლოგია - 25 ადგილი
- კომპიუტერული მეცნიერება - 25 ადგილი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 20 ადგილი
- ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 10 ადგილი
სამაგისტრო პროგრამებზე მოქმედებს დამატებითი შეღავათები:
მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2021 წლის 7 – 13 სექტემბერიი;
- აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება - 2021 წლის 8 – 14 სექტემბერიი;
- სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2021 წლის 9 – 15 სექტემბერიი;
- დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2021 წლის 15 სექტემბერი;
- მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - არაუგვიანეს 2021 წლის 17 სექტემბერი;
მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება (შემოთავაზებული ფორმით)
- სტუდენტის ანკეტა (შემოთავაზებული ფორმით)
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
- სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია, როგორც ფიზიკურად უნივერსიტეტის I კორპუსის 103-ე ოთახში (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე) ასევე ელექტრონულად, ელ. ფოსტაზე: sastsavlo@sangu.edu.ge
გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში აუცილებელია გადმოაგზავნოთ ყველა საჭირო დოკუმენტის დასკანირებული ელექტრონული ვერსია.
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
