ივანე წიკლაური - 100
სამშაბათს, 4 დეკემბერს, 13:00 საათზე ქართულ უნივერსიტეტში ქართული ფოლკლორის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით გაიმართება ივანე წიკლაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება
მიმდინარე წლის სექტემბერში შესრულდა საუკუნე "კიბალაურის" თიკუნით ცნობილი ბრწყინვალე ხევსური მელექსის ივანე წიკლაურის "მამუკათ ივანეს" დაბადებიდან.
ათეულობით სრულფასოვან ლექსთან ერთად მის კალამს ეკუთვნის ავტობიოგრაფიული ხასიათის პოეტური ქმნილება "რამ დამაბერა", რომელიც გახმიანებისა და გამოქვეყნებისთანავე იქნა აღიარებული თანამედროვე ხალხური პოეზიის უბადლო ნიმუშად.
ეს გახლავთ წრფელი აღსარება, გამხელა და მონანიება სიჭაბუკისდროინდელი ცოდვებისა თუ შეცდომებისა და ჩამოთვლა საკუთარი წარსულის ცალკეული პერიპეტიებისა, სადაც დღის ჩამავალი მნათობივით გაკრთება სპეკალივით სუფთა სახე და სახელი ავტორის "ვერდავიწყებული" სწორფერის - ლელა გაბურისა...
სამშაბათს, 4 დეკემბერს, 13:00 საათზე ქართულ უნივერსიტეტში ქართული ფოლკლორის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით გაიმართება ივანე წიკლაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
დასწრება თავისუფალია.
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
