Skip to content
მენიუ

ივანე წიკლაური - 100

04 December 2018

სამშაბათს, 4 დეკემბერს, 13:00 საათზე ქართულ უნივერსიტეტში ქართული ფოლკლორის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით გაიმართება ივანე წიკლაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ივანე წიკლაური - 100

მიმდინარე წლის სექტემბერში შესრულდა საუკუნე "კიბალაურის" თიკუნით ცნობილი ბრწყინვალე ხევსური მელექსის ივანე წიკლაურის "მამუკათ ივანეს" დაბადებიდან.

ათეულობით სრულფასოვან ლექსთან ერთად მის კალამს ეკუთვნის ავტობიოგრაფიული ხასიათის პოეტური ქმნილება "რამ დამაბერა", რომელიც გახმიანებისა და გამოქვეყნებისთანავე იქნა აღიარებული თანამედროვე ხალხური პოეზიის უბადლო ნიმუშად.

ეს გახლავთ წრფელი აღსარება, გამხელა და მონანიება სიჭაბუკისდროინდელი ცოდვებისა თუ შეცდომებისა და ჩამოთვლა საკუთარი წარსულის ცალკეული პერიპეტიებისა, სადაც დღის ჩამავალი მნათობივით გაკრთება სპეკალივით სუფთა სახე და სახელი ავტორის "ვერდავიწყებული" სწორფერის - ლელა გაბურისა...

სამშაბათს, 4 დეკემბერს, 13:00 საათზე ქართულ უნივერსიტეტში ქართული ფოლკლორის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით გაიმართება ივანე წიკლაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

დასწრება თავისუფალია.

Share

Related news

Open Call Announced

Open Call Announced

Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law

Higher School for Interpreters and Translators

მეტის ნახვა

რატომ სანგუ? ადგილი სადაც საუკეთესო განათლების მიღება შეგიძ₾ია

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა