"ქართველოლოგიური საუბრები მრგვალ მაგიდასთან"
26 ნოემბერს გაიმართა დისკუსია თემაზე: "ქართული ენა - ქართველთა (/საქართველოს მოქალაქეთა) გამაერთიანებელი ფენომენი გლობალისტურ ეპოქაში"2019 წლის 26 ნოემბერს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარის: "ქართველოლოგიური საუბრები მრგვალ მაგიდასთან" ფარგლებში, გაიმართა დისკუსია თემაზე: "ქართული ენა - ქართველთა (/საქართველოს მოქალაქეთა) გამაერთიანებელი ფენომენი გლობალისტურ ეპოქაში". დისკუსია გახსნა ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა შემდეგი სამი პრობლემის შესახებ: 1) ქართული ენის სწავლება; ვებპორტალის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება უცხოეთში მცხოვრები 4 000 000 ქართველზე; 2) ქართულის, როგორც საქართველოს მოქალაქეთა საკომუნიკაციო ენა (არსებული პრობლელემის ანალიზი); 3) ქართულიდან და ქართულად ავტომატური თარგმანების კომპიუტერული პროგრამების შექმნის კოორდინაციის შესახებ.
თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს ასევე მოწვეულმა სტუმრებმა: ფოტოჟურნალისტმა გოგა ჩანადირმა, ენათმეცნიერმა, კავკასიოლოგმა თეიმურაზ გვანცელაძემ; პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ; ენათმეცნიერმა ლია ქაროსანიძემ; ისტორიკოსმა, ქართველოლოგმა საიდ მულიანმა, პროფესორმა ამირან არაბულმა, პროფესორმა ნინო მამარდაშვილმა.
შეხვედრა შეაჯამა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯიქიამ.
შეჯამებისას ითქვა, რომ აუცილებელია საზოგადოების ყველა რგოლის (მეცნიერები, ფართო საზოგადოება, ხელისუფლება) მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
