დასაქმების ფორუმი
18 ოქტომბერს, სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ქართული უნივერსიტეტის შიდა ეზოში გაიმართა დასაქმების ფორუმი.18 ოქტომბერს, სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ქართული უნივერსიტეტის შიდა ეზოში გაიმართა დასაქმების ფორუმი. სტუდენტები გაეცნენ დამსაქმებლების მიერ შემოთავაზებულ, სტუდენტებზე მორგებულ ვაკანსიებს და ადგილზე შეავსეს განაცხადები.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო 20-ამდე დამსაქმებელმა: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ბანკი, "ვი თი ბი" ბანკი, ლიბერთი ბანკი, სადაზღვევო კომპანია „თი ბი სი დაზღვევა“, სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი", სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტი”, სადაზღვევო კომპანია „ალფა“, სადაზღვევო კომპანია „პსპ”, სადაზღვეო კომპანია "ალდაგი", პსპ ფარმა, ევექსი, KMS Georgia, საბროკერო კომპანია „ვაისი“, კარფური, ორი ნაბიჯი, აგროჰაბი, ნიკორა, ვენდისი/დანკინი.
ფორუმში მონაწილე დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილი ვაკანსიები ძირითადად მორგებული იყო ბაკალავრიატის სტუდენტებზე. სამომავლოდ დაგეგმილია მასშტაბური ფორუმის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას კიდევ უფრო მეტი დამსაქმებელი მიიღებს და შემოთავაზებული ვაკანსიები მორგებული იქნება, როგორც ქართული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებზე, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებზეც.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
