პროფესორი ვალერი მოდებაძე მაკედონიაში გამართულ საერთაშორსიო სამეცნიერო კონფერენციაზე
მიმდინარე წლის 10-12 მაისს, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ვალერი მოდებაძე მიწვეულ იქნა წმიდა კლიმენტ ოხრიდსკის უნივესტიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე.მიმდინარე წლის 10-12 მაისს, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ვალერი მოდებაძე მიწვეულ იქნა წმიდა კლიმენტ ოხრიდსკის უნივესტიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - „Towards a Better Future: Democracy, EU integration and Criminal Justice“ („უკეთესი მომავლის მოსაპოვებლად: დემოკრატია, ევროკავშირში ინტეგრაცია და სისხლის სამართალი“). კონფერენცია ჩატარდა მაკედონიაში, ქალაქ ბიტოლაში. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ მეცნიერები მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნებიდან და ევროპის ისეთი ცნობილი უნივერსიტეტებიდან, როგორიცაა ფრაიბურგის უნივერსიტეტი (გერმანია), ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი (რუმინეთი), სკოპიის წმინდა კირილეს და მეთოდის უნივერსიტეტი (მაკედონია), ბელგრადის უნივერსიტეტი (სერბეთი), ბელგრადის სამხედრო აკადემია (სერბეთი), სეგედის უნივერსიტეტი (უნგრეთი), ზაგრების უნივერსიტეტი (ხორვატია),წმიდა კლიმენტ ოხრიდსკის უნივერსიტეტი (მაკედონია),.
კონფერენციაზე პროფესორ ვალერი მოდებაძის მიერ წარდგენილი იქნა მოხსენება (სტატია) ინგლისურ ენაზე: „Rise of Populism – Major Threat for the European Union“. კონფერენციაზე წარდგენილი სტატიები გამოქვეყნდა წმიდა კლიმენტ ოხრიდსკის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ჟურნალში.
საერთაშორისო კონფერენციაში შეტანილი წვლილისა და მონაწილეობისათვის პროფესორ ვალერი მოდებაძეს გადაეცა სერთიფიკატი.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
