შეხვედრა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ტადაჰარუ უეჰარამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "იაპონიის დიპლომატია"15 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ტადაჰარუ უეჰარამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე ,,იაპონიის დიპლომატია’’.
შეხვედრა გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც შესავალ სიტყვაში ისაუბრა იაპონიისა და საქართველოს მეგობრული ურთიერთობის შესახებ და იაპონიის ელჩს მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
საჯარო ლექციისას იაპონიის ელჩმა ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ ისაუბრა იაპონიის საგარეო პოლიტიკის შესახებ, მის წარმატებებზე, გამოწვევებსა და მიზნებზე. იაპონიის ელჩმა განსაკუთრებულად დეტალურად ისაუბრა საქართველოსა და იაპონიის დიპლომატიურ ურთიერთობების ეტაპებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.
ლექციის ბოლოს ბატონმა ელჩმა უპასუხა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების შეკითხვებს.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
