12 მაისი - ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე
ქართულ უნივერსიტეტში ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა2019 წლის 10 მაისს, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა.
სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. სხდომის მონაწილეებს მიესალმნენ საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ირინა ქეცბა.
სხდომაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: “დღესასწაული - ღმრთით გარდამოვლენილი მადლის, კურთხევის, განახლება” - თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია; „საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 2000 წელი“ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ზურაბ პაპასკირი.
ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ანსამბლმა “სახიობამ” (ხელმძღვანელი მალხაზ ერქვანიძე) შეასრულა საგალობლები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, პროფესორი ანანია (ჯაფარიძე), სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
