საინფორმაციო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების შედგენაზე მომუშავე ჯგუფთებთან
2018 წლის 24 და 25 დეკემბერს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრები ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შედგენაზე მომუშავე ჯგუფთებთან
2018 წლის 24 დეკემბერს წმ. ილია მართლის სახელობის დარბაზში ენათმეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებმა პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ და პროფესორმა მანანა ტაბიძემ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს პროგრამის შედგენაზე მომუშავე ჯგუფთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ:
პროგრამის განმახორციელებლები: პროფესორი მერაბ ჩუხუა, ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კეკუა, ფილოლოგიის დოქტორი თამარ ლომაძე.
თვითშეფასების ჯგუფის წევრები: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია; ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი, პროფესორი პაატა გოგიშვილი; სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი ჯაბა მესხიშვილი; ფილოლოგიის მიმართულების კოორდინატორი მარინე კუხალაშვილი; ფილოლოგიის დოქტორი მიხეილ ლაბაძე; მაგისტრანტები: ანა ცუხიშვილი, ნათია სუბელიანი, ნანა აფციაური; დოქტორანტები: გაბრიელ თაგაური, კესო გეჯუა.
2018 წლის 25 დეკემბერს შედგა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მომზადების 300 კრედიტიანი საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის მოსამზადებელი ჯგუფის წევრთა შეხვედრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ:
პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, ფილოლოგიის დოქტორი ლევან ბებურიშვილი, განათლების მეცნიერებების დოქტორი მაკა კორძაძე;
თვითშეფასების ჯგუფის წევრები: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია; ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი, პროფესორი პაატა გოგიშვილი; სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი ჯაბა მესხიშვილი; ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კეკუა, დოქტორანტი კესო გეჯუა, მოწვეული სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი ნათია სიხარულიძე. მასწავლებელთა მომზადების ერთწლიანი პროგრამის ხელმძღვანელი ზურაბ ბერია.
სასწავლო კურსის სავარაუდო განმახორციელებლები: ფსიქოლოგიის დოქტორი ნინო ლაბარტყავა; პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნინო ჭიაბერაშვილი; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი დავით ლიპარტელიანი; განათლების ექსპერტი გიორგი გახელაძე; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტ-კონსულტანტი მაია ინასარიძე; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი ნინო კობალაძე; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერი კახა ჟღენტი; საბავშვო ლიტერატურის ფონდის დამფუძნებელი, მწერალი ირმა მალაციძე; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტი რუსუდან მარკოზაშვილი.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
