წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის თასი – 2018
ბიზნესის, კომპიუტინგისა და საოციალურ მეცნიერებათა სკოლის გუნდი „MALAGA” ჩემპიონია
2018 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინი-ფეხბურთის სტადიონზე გაიმართა ტურნირი ქართული უნივერსიტეტის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის თასი 2018.
თასის გათამაშება უკვე მეშვიდე წელია ტარდება და შეიძლება ითქვას, მისი დონე ყოველწლიურად იზრდება, წელს ტურნირზე რეგისტრაცია გაიარა რვა გუნდმა. გაიმართა მეოთხედფინალური შეხვედრები, შემდგომ ნახევარფინალი, ბოლოს კი ფინალური მატჩი. სამწლიანი პაუზის შემდეგ, თასი დაიბრუნა ბიზნესის, კომპიუტინგისა და საოციალურ მეცნიერებათა სკოლამ, გუნდი „MALAGA” გახდა ჩემპიონი. გუნდის კაპიტანმა, ცოტნე ჩილაჩავამ, კარგი გუნდის შეკრება შეძლო. ალექსანდრე დოლაშვილი, რომელიც წელს ჩაირიცხა ქართულ უნივერსიტეტში „MALAGAS” და გათამაშების ბომბარდირი გახდა, მან ჯამში 18 გოლი გაიტანა. გამორჩეული იყო ჩემპიონი გუნდიდან, მეკარე გიორგი რეხვიაშვილი. აღსანიშნავია, რომ მრავალწლიანი მცდელობების შემდეგ ნიკო ჩაჩავა ჩემპიონი გხდა. ფინალურ მატჩში მეორე გუნდი წინა წლის ჩემპიონი საკმაოდ სიმპატიური და დაბალანსებული გუნი „WEST HAM” იყო. გუნდის კაპიტანის, რაჟდენ ოქრუაშვილის, იგივე „ერთი დარტყმის“ დიდი შემართების მიუხედავად “MALAGA” აშკარად მაღლა იდგა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა სანდრო მაისურაძე, გუნდის „WAST HAM”, ბომბარდირი ალექსანდრე დოლაშვილი, საუკეთესო მეკარე – გიორგი რეხვიშვილი.
ტურნირს მსაჯობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არბიტრი ზვიად ბლიაძე. დასასრულს გაიმართა დაჯილდოვება – გუნდებს გადაეცათ მედლები, სიგელები, სამახსოვრო საჩუქრები, რაც მთავარია, გუნდმა “MALAGAM” ერთი წლით მოიპოვა წმიდა ანდრია პირველწოდებლის სახელობის თასი – 2018.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
