პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, სამშაბათს, 17:00 საათზე, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება მაგისტრანტებისთვის განკუთვნილი პრაქტიკული სემინარი „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია - კვლევითი იდეიდან სამეცნიერო პუბლიკაციამდე“.
შეხვედრა მიზნად ისახავს მაგისტრანტების კვლევითი უნარების განვითარებას და მათ მხარდაჭერას დამოუკიდებელი სამეცნიერო საქმიანობის პირველ ეტაპზე. მონაწილეები გაეცნობიან, როგორ აქციონ საინტერესო იდეა კონკრეტულ საკვლევ კითხვად, შეარჩიონ შესაბამისი კვლევის მეთოდები, მოიძიონ და შეაფასონ სამეცნიერო წყაროები, მოამზადონ აკადემიური სტატია და შეარჩიონ მისი გამოქვეყნებისთვის შესაფერისი გამოცემა.
სემინარი მაგისტრანტებს დაეხმარება სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში, საკუთარი კვლევის შედეგების სამეცნიერო საზოგადოებისთვის წარდგენასა და პირველი სამეცნიერო პუბლიკაციის მოსამზადებლად საჭირო უნარების განვითარებაში.
თარიღი: 27 ოქტომბერი
დრო: 17:00 საათი
ადგილი: ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი
ორგანიზატორი: სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის გამოცხადდა Erasmus+ მობილობის კონკურსი ნეაპოლის უნივერსიტეტში 2027-2028 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
