პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული სემინარი „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“ გაიმართება.27 ოქტომბერს, სამშაბათს, 17:00 საათზე, წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება მაგისტრანტებისთვის განკუთვნილი პრაქტიკული სემინარი „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია - კვლევითი იდეიდან სამეცნიერო პუბლიკაციამდე“.
შეხვედრა მიზნად ისახავს მაგისტრანტების კვლევითი უნარების განვითარებას და მათ მხარდაჭერას დამოუკიდებელი სამეცნიერო საქმიანობის პირველ ეტაპზე. მონაწილეები გაეცნობიან, როგორ აქციონ საინტერესო იდეა კონკრეტულ საკვლევ კითხვად, შეარჩიონ შესაბამისი კვლევის მეთოდები, მოიძიონ და შეაფასონ სამეცნიერო წყაროები, მოამზადონ აკადემიური სტატია და შეარჩიონ მისი გამოქვეყნებისთვის შესაფერისი გამოცემა.
სემინარი მაგისტრანტებს დაეხმარება სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში, საკუთარი კვლევის შედეგების სამეცნიერო საზოგადოებისთვის წარდგენასა და პირველი სამეცნიერო პუბლიკაციის მოსამზადებლად საჭირო უნარების განვითარებაში.
თარიღი: 27 ოქტომბერი
დრო: 17:00 საათი
ადგილი: ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი
ორგანიზატორი: სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური
მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს
22 ოქტომბერს სტუდენტები „დავითიანნის“ პროექტებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაეცნობიან.
გამოცხადდა ფულბრაიტის პროგრამა მკვლევარებისთვის!
აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს ფულბრაიტის პროგრამებს მკვლევარებისა და სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.
