ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
24, 25 და 26 ივნისს ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სამდღიანი ტრენინგი „საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია“, რომელსაც სამსახურის უფროსი ბაია ჯაფარიძე უძღვებოდა.
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს. ტრენინგს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, აკადემიური და მოწვეული პერსონალი.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
- საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების ძირითადი პრინციპები;
- სწავლის შედეგების ფორმულირება, მათი გაზომვადობა და შეფასების მეთოდოლოგია;
- თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სილაბუსის შემუშავების სავალდებულო მოთხოვნები და პრაქტიკული ქეისები.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიულ მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებასა და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაძლიერებას.
მსგავსი სიახლეები
შეხვედრა პროფესიული ბრენდის შექმნისა და განვითარების შესახებ
5 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის პროფესიული ბრენდის განვითარების შესახებ შეხვედრა გაიმართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...
