სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა
ბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით
გულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულს – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორს, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, პროფესორს.
იგი მრავალი წელია ერთგულად ემსახურება მეცნიერებასა და განათლებას, არის ქართული ფილოსოფიური აზროვნების, ქრისტიანული თეოლოგიის, ჩვენი ერის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი, არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი და თაობათა აღმზრდელი.
გვახარებს, რომ მდიდარ ცოდნასა და გამოცდილებას დღეს იგი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში უზიარებს სტუდენტებსა და კოლეგებს, ზრუნავს ამ საგანმანათლებლო კერის განვითარებასა და წინსვლაზე, ახალგაზრდებში საფუძვლიან განათლებასთან ერთად ზნეობრივი და ეროვნული ღირებულებების განმტკიცებაზე.
უფალმა დალოცოს ბატონი ირაკლი, მიანიჭოს მას ჯანმრთელობა, მრავალჟამიერი სიცოცხლე და ძალა ეკლესიისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ კვლავაც მრავალი ღვთივსათნო საქმის აღსრულებისა.
პატივისცემით,
✠ შიო III
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
2 ნოემბერი, 2026 წელი
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
