სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში
სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში


2026 წლის 16 ივნისს, ქართული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში.
სემინარის ფარგლებში სტუდენტებმა წარადგინეს სამეცნიერო ესეები, რომლებიც ციფრული ჰუმანიტარიის აქტუალურ საკითხებს, ციფრულ რესურსებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებს მიეძღვნა თანამედროვე ჰუმანიტარულ კვლევებში.
მონაწილეებმა აუდიტორიას გააცნეს შემდეგი მოხსენებები:
- სალომე შენგელია - „კორპუსული ლინგვისტიკა და „ვეფხისტყაოსნის“ ციფრული ანალიზი“;
- ლუდმილა გელაძე - „TEI სტანდარტი, როგორც ხიდი ტექნოლოგიასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს შორის“;
- თეა მინდიაკაური - „ციფრული ეპიგრაფიკა: ქართული ეპიგრაფიკული კორპუსი და წარსულის კვლევა თანამედროვე ტექნოლოგიებით“;
- გიორგი ბასიაშვილი - „ქართული ენის გრამატიკის კომპიუტერული მოდელირების საკვანძო საკითხები“;
- სოფიო შუკვანი - „ციფრული ჰუმანიტარიის როლი სვანური კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციაში“;
- სოფიო კუნჭულია - „ციფრული ეპიგრაფიკა ტრადიციული ეპიგრაფიკის კვალდაკვალ“;
- ლონდა გოგოლაძე - „ინტერნეტქსელის განვითარება და მისი როლი დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარებაში“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილმა მოხსენებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ციფრული ჰუმანიტარიის მზარდი მნიშვნელობა თანამედროვე კვლევით პროცესში და ციფრული ტექნოლოგიების ფართო გამოყენების შესაძლებლობები ქართული ენის, ლიტერატურისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის მიმართულებით.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
29 ივნისი 2026
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
25 ივნისი 2026
შეხვედრა დოქტორანტებთან სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის საკითხებზე
სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სადისერტაციო ნაშრომის შექმნის ძირითად ეტაპებზე, კვლევის შედეგების ეფექტიანად წარმოჩენის მეთოდებსა და...
24 ივნისი 2026
