კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო
2026 წლის 29 მაისს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართება.კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის III და IV ნაკადის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია
2026 წლის 29 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის III და IV ნაკადის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია.
ინგლისურენოვანი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება სანგუს და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს (NKU, აშშ) შორის თანამშრომლობის ფარგლებში. პროგრამის კურსდამთავრებულებს ენიჭებათ როგორც ქართული, ისე ამერიკული აკადემიური ხარისხი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
10 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
05 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი სამართლის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე
04 აგვისტო 2026
