პატრიარქი ილია მეორე ქართული ენის შესახებ
სანგუში გაიმართა ქართული ფილოლოგიის სტუდენტთა სამეცნიერო სესია, რომელიც მიეძღვნა უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს და ქართულ ენასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქართული ენის შესახებ
2026 წლის 26 მარტს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ქართული ფილოლოგიის მეორე და მეოთხე კურსის სტუდენტთა სამეცნიერო სესია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.
სესია გახსნა პროფესორმა მანანა ტაბიძემ, რომელმაც წაიკითხა მოხსენება თემაზე „ქართული ენის პრობლემური საკითხების შეფასება საქართველოს პატრიარქის ქადაგებებსა და ეპისტოლეებში“.
ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა სალომე იაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე „ილია მეორე ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობის შესახებ“.
სტუდენტმა ელენე აბიათარმა აუდიტორიას გააცნო საკითხი „პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გამოცემული საღვთისმეტყველო ლიტერატურის ენობრივი თავისებურებები“.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა მსჯელობა, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს წარმოდგენილ საკითხებზე და გაცვალეს მოსაზრებები ქართული ენის თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებით.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
