„საერთო ხედვა ინკლუზიური განათლებისთვის“
19 ოქტომბერს, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში სპეციალური მასწავლებლებისთვის, დირექციისა და მშობლებისთვის ჩატარდა კონფერენცია თემაზე — „საერთო ხედვა ინკლუზიური განათლებისთვის“.
კონფერენცია — „საერთო ხედვა ინკლუზიური განათლებისთვის“
19 ოქტომბერს, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სპეციალური განათლების პედაგოგთა ასოციაციის, „ქონსორთ ჯორჯიას“ და წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით, სპეციალური მასწავლებლებისთვის, დირექციისა და მშობლებისთვის ჩატარდა კონფერენცია თემაზე — „საერთო ხედვა ინკლუზიური განათლებისთვის“.
კონფერენციაზე განხილული იყო ისეთი თემები, რომლებიც ეხებოდა სპეციალური მასწავლებლის როლის წარმოჩენას, პორტფოლიოს წარმოების მნიშვნელობას, განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და კომუნიკაციის სირთულის მქონე მოსწავლეებისთვის დამხმარე ტექნოლოგიების დანერგვის სტრატეგიებს.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განვითარების პროცესში სპეციალური მასწავლებლისა და დირექციის სწორი ხედვის მნიშვნელობაზე.
მადლობას ვუხდით ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექციას მასპინძლობისთვის.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
