გაეროს მოდელირება SANGU-ში!
24 მარტს, პროექტ „აღმოაჩინე შენი პროფესიის“ ფარგლებში, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა აკადემიური როლური თამაში - გაეროს მოდელირება
24 მარტს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, პროექტ „აღმოაჩინე შენი პროფესიის“ ფარგლებში, წარმატებით ჩატარდა საგანმანათლებლო ღონისძიება - გაეროს მოდელირება, რომელიც როლური თამაშის ფორმატში აერთიანებდა დიპლომატიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო დისკუსიის მიმართულებებს.
მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატების როლების მორგებით გამართეს დებატები და მოლაპარაკებები, წარმოადგინეს ქვეყნის ინტერესები და მონაწილეობა მიიღეს სიმულირებულ გაეროს სესიებში. დისკუსიები იყო აქტიური და შინაარსიანი, მონაწილეებმა წარმოაჩინეს მაღალი ხარისხის ანალიტიკური, კომუნიკაციური და ლიდერული უნარები.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის თანახელმძღვანელი - ქალბატონი მაია მანჩხაშვილი, რომლის პროფესიული გამოცდილება მნიშვნელოვანი მიმართულება იყო მთელი მოდელირების პროცესისთვის.
ღონისძიების მიზნები მოიცავდა:
- დემოკრატიული ღირებულებების გაღრმავებას ახალგაზრდებში
- საჯარო გამოსვლისა და მოლაპარაკების უნარების განვითარებას
- გუნდური მუშაობისა და ლიდერობის პრაქტიკულ სწავლებას
- დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს გაცნობას
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
