Skip to content
მენიუ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადება

23 December 2024

ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის შეჩერება საფრთხეს უქმნის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დიპლომების აღიარებას თუ გაცვლით პროგრამებს. აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას.

მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის შეჩერება საფრთხეს უქმნის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დიპლომების აღიარებას თუ გაცვლით პროგრამებს. აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას.

გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი EQAR-ში დარეგისტრირდა 2019 წელს. შესაბამისად, როგორც 2019 წლამდე, ასევე მის შემდგომაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე - ნებისმიერ სხვა ქვეყანაში საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება შეფერხების გარეშე ხორციელდებოდა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია გაცვლითი და საგრანტო პროგრამები, SAT-ის, GMAT-ის და უცხო ენის საერთაშორისო გამოცდები, უცხოური საგანმანათლებლო პროგრამები.

Share

Related news

Open Call Announced

Open Call Announced

Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law

Higher School for Interpreters and Translators

მეტის ნახვა

რატომ სანგუ? ადგილი სადაც საუკეთესო განათლების მიღება შეგიძ₾ია

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა