თანამშრომლობის მემორანდუმი ფონდ CERGE-EI-სა და SANGU-ს შორის
CERGE-EI არის პრაღის კარლის უნივერსიტეტისა და ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამა, რომელიც შექმნილია ეკონომიკის თანამედროვე განათლებისა და კვლევის ხელშეწყობისთვის
2024 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ფონდ CERGE-EI-სა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს შორის.
CERGE-EI არის პრაღის კარლის უნივერსიტეტისა და ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამა, რომელიც შექმნილია ეკონომიკის თანამედროვე განათლებისა და კვლევის ხელშეწყობისთვის.
იმავე სახელწოდების ფონდი აფინანსებს აღნიშნულ ინსტიტუტს და მის პროგრამებს, მათ შორის დისტანციურ განათლებას, რომელშიც პირველად იღებს მონაწილეობას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტები.
CERGE-EI ფონდი უზრუნველყოფს სასწავლო კურსში: „შრომის ეკონომიკა“ ონლაინ ლექციების ჩატარებას და ექსპერტული სწავლების მხარდაჭერას. ლექციები დაიწყება 28 ოქტომბერს და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ 5 კრედიტიანი თავისუფალი სასწავლო კურსი მოისმინონ ინგლისურ ენაზე სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად.
ონლაინ ლექციებში უნივერსიტეტების ერთდროული მონაწილეობა ხელს შეუწყობს ინტერაქციას სტუდენტებს შორის სხვადასხვა ქვეყანაში და საშუალებას მისცემს მათ საერთაშორისო საკლასო ოთახის გარემო განიცადონ უნივერსიტეტიდან/სახლიდან გაუსვლელად.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
