USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის SANGU შეირჩა
USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის უნივერსიტეტების შერჩევის პროცესი დასრულდა.
USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის უნივერსიტეტების შერჩევის პროცესი დასრულდა.
კომისიის გადაწყვეტილებით შეირჩა:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი
შერჩეულ უნივერსიტეტებში USAID განათლება მომავლისთვის პროგრამა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური დახმარებით ხელს შეუწყობს მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარებას.
უნივერსიტეტებში:
- შემუშვდება ახალი სასწავლო კურსები, რომელიც დაფუძნებული იქნება სწავლის უნივერსალური დიზაინის პრინციპებზე
- გაძლიერდება სასკოლო პრაქტიკის კომპონენტი
- გაუმჯობესდება აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევითი უნარები
- გაიზრდება ხელმისაწვდომობა თანამედროვე ლიტერატურაზე
- უზრუნველყოფილი იქნება უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორობაში ჩართვა
პროგრამასთან თანამშრომლობის ინტერსის გამოხატვა შეეძლოთ უნივერსიტეტებს, რომლებიც ახორციელებენ მასწავლებლის მომზადების ან/და განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას, ან გეგმავენ განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის შექმნას.
გრძელვადიანი თანამშრომლობის ინტერესი გამოხატა სულ თხუთმეტმა უნივერსიტეტმა.
აღსანიშნავია, რომ მომავალში, პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობები განათლების პროგრამების განმახორციელებელი ქართულ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტისთვის.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
