სტუმრობა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
2023 წლის 27 ოქტომბერს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის სპეციალობის სტუდენტები ეწვივნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას.
![]() |
|
![]() |
2023 წლის 27 ოქტომბერს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის სპეციალობის სტუდენტები ეწვივნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. აღნიშნული სტუმრობა დაიგეგმა პროგრამის ხელმძღვანელების პროფესორ ვახტანგ გურულისა და ისტორიის დოქტორის გვანცა ბურდულის ინიციატივით. სტუდენტებს ბიბლიოთეკაში მეგზურობა გაუწია ქალბატონმა ლოლა სანაიამ. ქალბატონმა ლოლამ სტუდენტებს დეტალურად გააცნო ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორია და სამკითხველო დარბაზების მუშაობის პრინციპი. სტუდენტთა ვიზიტი დაიწყო ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსიდან, სადაც მათ მოინახულეს:
- საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება და სამკითხველო დარბაზი
- ქართველოლოგიის განყოფილება და სამკითხველო დარბაზი
- ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილება და „ლიბერთი" დარბაზი
- ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის სამკითხველო დარბაზი
- ვილჰელმ ჰუმბოლდტის სახელობის გერმანულენოვანი ლიტერატურის ბიბლიოთეკა
- საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
- სტეფანო პაოლინის სახელობის იტალიური ბიბლიოთეკა
- ღვინისა და ვაზის ბიბლიოთეკა
სტუდენტთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველო დარბაზის დათვალიერებამ, პერიოდულ გამოცემათა სამკითხველო დარბაზმა და წიგნის მუზეუმმა.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სახელით გვსურს გულითადი მადლობა გადავუხადოთ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილეს ბატონ მირიან ხოსიტაშვილს და ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს: ქალბატონ ლოლა სანაიას და მაია მიქაბერიძეს ძალიან საინტერესო მასპინძლობისთვის.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.


