ცხადდება სამეცნიერო სტატიების მიღება
ცხადდება სამეცნიერო სტატიების მიღება ალტე უნივერსიტეტის ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალისთვის (მეორე ყოველწლიური გამოცემა). ჟურნალი არის ორენოვანი და გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ჟურნალს ექნება მინიჭებული ISSN კოდი.
ალტე უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში დასაბეჭდად გამოგზავნილი სტატიები გაივლის ორეტაპიან ფარულ რეცენზიას დარგის ექსპერტებთან. ექსპერთა დასკვნებს შორის სხვაობის შემთხვევაში, სტატია შესაფასებლად გადაეგზავნება მესამე რეცენზენტს. სტატიები დაიბეჭდება დადებითი რეცენზიის მიღების შემთხვევაში. სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხისმგებელი იქნება სტატიის ავტორი/ავტორები.
ალტე უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალისთვის სტატიების მიღება მოხდება შემდეგი სფეროებიდან: საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოების პოლიტიკა, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, სამართალი, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, მედიცინა, ტექნოლოგიები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
სამეცნიერო ჟურნალისთვის სტატიების ამოგზავნა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, დამოუკიდებელ და კვლევითი ცენტრების მკვლევარებს. სამეცნიერო სტატიას შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე ავტორი.
შერჩეულ სტატიებზე, ავტორთა რაოდენობის მიუხედავად, გაიცემა 500-ლარიანი ჰონორარი.
მსურველებმა, 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ სამეცნიერო სტატიები ელ-ფოსტაზე - research@alte.edu.ge
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის გამოცხადდა Erasmus+ მობილობის კონკურსი ნეაპოლის უნივერსიტეტში 2027-2028 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
