ტრენინგი თემაზე: „არასრულწლოვანთა შრომითი უფლებები“

16 დეკემბერს 17:00 საათზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით ჩატარდება ტრენინგი თემაზე: „არასრულწლოვანთა შრომითი უფლებები“.
ტრენინგის მიზანია სკოლის მოსწავლეებისთვის შრომითი უფლებების შესახებ ცნობადობის ამაღლება.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- შრომითი ქმედუნარიანობის წარმოშობა და სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი;
- არასრულწლოვანთა დასაქმების სფერო;
- სამუშაო დროის ხანგრძლივობა;
- შრომის საზიანო ფორმებისგან ბავშვის დაცვა;
- დამსაქმებლის ვალდებულებები;
ტრენინგს გაუძღვება სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი ქეთევან ხურცილავა.
ტრენინგი წარიმართება დისტანციურად „Zoom“-ის პლატფორმის მეშვეობით. ხანგრძლივობა 1:30 სთ. ტრენინგი განკუთვნილია სკოლის 10-12 კლასელებისთვის.
მონაწილეებს გადაეცემათ ელექტრონული სიგელები.
ტრენინგზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია: https://cutt.ly/Y0tRout
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
09 ნოემბერი 2026
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის გამოცხადდა Erasmus+ მობილობის კონკურსი ნეაპოლის უნივერსიტეტში 2027-2028 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
09 ნოემბერი 2026
შენი პროფესიული ბრენდი: როგორ შეგამჩნიონ და აგირჩიონ
5 ნოემბერს სტუდენტები პროფესიული ბრენდის შექმნისა და კარიერული პოზიციონირების პრაქტიკულ გზებს გაეცნობიან.
02 ნოემბერი 2026
