რექტორის ბრძანება სასწავლო პროცესის ადმინისტირების ფორმის შესახებ
წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), აგრეთვე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სააუდიტორიო მუშაობის ფარგლებში გათვალისწინებული მეცადინეობები წარიმართება შემდეგი ფორმით:
- ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ჰიბრიდული ფორმით - ლექცია/სემინარი/კონსულტაცია აუდიტორიებში და დისტანციურად; შუალედური და დასკვნითი გამოცდები - დასწრებული ფორმით აუდიტორიებში.
- მაგისტრატურის, დოქტორანტურისა და მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტებისთვის - სრულად დისტანციურად.
- დისტანციური სწავლებისთვის გამოყენებული იქნება Moodle-ის პორტალი და მასში ინტეგრირებული BBB ონლაინ პლატფორმა.
- ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, 4 აპრილიდან უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) სტუდენტებისთვის მეცადინეობები განახლდება დასწრებით ფორმატში (არადისტანციურ რეჟიმში).
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
09 ნოემბერი 2026
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის გამოცხადდა Erasmus+ მობილობის კონკურსი ნეაპოლის უნივერსიტეტში 2027-2028 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
09 ნოემბერი 2026
შენი პროფესიული ბრენდი: როგორ შეგამჩნიონ და აგირჩიონ
5 ნოემბერს სტუდენტები პროფესიული ბრენდის შექმნისა და კარიერული პოზიციონირების პრაქტიკულ გზებს გაეცნობიან.
02 ნოემბერი 2026
