მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია გაიმართება ონლაინ, 25 მარტს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე25 მარტს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, წმიდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს (104-ე წლისთავს)
დღის წესრიგი
მისალმებები:
- პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი;
- პროფესორი როლანდ კოპალიანი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
- პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი;
- პროფესორი მაკა ბერიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
- პროფესორი ლევან ჯიქია,ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი;
მოხსენებები:
- საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება 1811-1814 წლებში - ისტორიის დოქტორი, დეკანოზი ბორის ნიჩიპეროვიჩი;
- ანტონ მეორე, დოსითეოს ქუთათელი, ეფთვიმე გაენათელი და მათი ბრძოლა რუსეთის იმპერიის პოლიტიკის წინააღმდეგ - ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე;
- 1906 წლის რუსეთის საეკლესიო კრების წინარე თათბირი და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი - ისტორიის დოქტორი გვანცა ბურდული;
- საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალისტები და ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისთვის, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა - ისტორიის დოქტორი ირაკლი ლორთქიფანიძე;
- საქართველოს ეკლესიის აღდგენილი ავტოკეფალიის ცნობა-აღიარების პრობლემები, საქართველოს ეკლესიის აღდგენილი ავტოკეფალიის აღიარება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ - ისტორიის დოქტორი ბესიკ გაფრინდაშვილი.
კონფერენციაზე დასწრებას შეძლებთ ბმულით
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
10 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
05 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი სამართლის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე
04 აგვისტო 2026
