ონლაინ სემინარი: როგორ ვარეგულიროთ კორონასტრესი
2020 წლის 25 მარტს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ონლაინ სემინარი თემაზე: "როგორ ვარეგულიროთ კორონასტრესი"
2020 წლის 25 მარტს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ონლაინ სემინარი თემაზე: "როგორ ვარეგულიროთ კორონასტრესი".
საჯარო ონლაინ სემინარს წარუძღვება ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი.
დღეს, როცა ყველა მედია მაუწყებლობა, მთელი მსოფლიო გასცემს რეკომენდაციებს, თუ როგორ დავიცვათ ორგანიზმი კორონა ვირუსით ინფიცირებისგან; კაცობრიობა კარანტინის რეჟიმზეა გადასული და ვირუსის გავრცელების მასშტაბებს ადევნებს თვალყურს, არანაკლები აქტუალობა შეიძინა ადამიანთა ფსიქიკურ ჯანმთელობაზე ზრუნვამ.
- როგორ გავუმკლავდეთ კორონა ვირუსის თანმდევ სტრესს;
- როგორ გადავიდეთ ონლაინ კონტაქტებზე და ვადაპტირდეთ კარანტინის რეჟიმთან?
- როგორ ვმართოთ სტრესით გამოწვეული შფოთვა და ნეგატიური განცდები?
ამ და სხვა აქტუალურ საკითხებს შეეხება ონლაინ სემინარი.
სემინარის ხანგრძლივობა: 20-30 წუთი
Related news
Open Call Announced
Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law
04 August 2026
