საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტთა საყურადღებო ნაშრომები
„ქართული უნივერსიტეტის“ გრიფით დაიბეჭდა საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტების დეკანოზ მიქაელ (მახარე) ბუკიასა და ნატა თეთვაძის ნაშრომები
„ქართული უნივერსიტეტის“ გრიფით დაიბეჭდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტების დეკანოზ მიქაელ (მახარე) ბუკიასა და ნატა თეთვაძის ნაშრომები:
- დეკანოზ მიქაელ (მახარე) ბუკია. „წმიდა მღვდელმოწამე კირიონი გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე (1887-1905)“. თბილისი, 2019. წიგნის რედაქტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. ნაშრომში განხილულია წმიდა მღვდელმოწამე კირიონის მიერ 1887-1905 წლებში გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ძალზედ საყურადღებო წერილები.
- ნატა თეთვაძე. „ეროვნული მოძრაობა საქართველოში XX საუკუნის 40-იანი წლების დამდეგს (სამანელები). დოკუმენტები და მასალები. ნაწილი I“. თბილისი, 2019. წიგნის რედაქტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ვახტანგ გურული. ნაშრომში თავმოყრილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტები, რომლებიც ასახავენ სამანელების ბრძოლის ისტორიას საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღსადგენად.
უახლოეს ხანებში ქართულ უნივერსიტეტში იგეგმება აღნიშნული ნაშრომების წარდგინება (პრეზენტაცია).
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
10 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
05 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი სამართლის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე
04 აგვისტო 2026
