პრაქტიკული სემინარი: "მიზნის მიღწევის ტექნიკები"
23 მაისს, 13:00 საათზე, სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრაქტიკული სემინარი: "მიზნის მიღწევის ტექნიკები". სემინარს გაუძღვება PR აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი, საჯარო მმართველობის დოქტორი ნათია გოცაძე.

სემინარი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს პრაქტიკული რჩევები მიზნების განსაზღვრის, დაგეგმვისა და განხორციელების პროცესების შესახებ. გაეცნოს აპრობირებულ და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდოლოგიებს, რომლებიც დაეხმარებათ ეფექტიანად მართონ საკუთარი მიზნები და სურვილები.
სემინარი მოიცავს შემდეგ თემებს:
- რა გვიშლის ხელს თვითრეალიზაციაში
- დრო და ეფექტურობის არჩევანი
- როგორ ვაქციოთ სურვილები მიზნებად
- პრიორიტეტები და მათი მართვა
- მიზნის განსაზღვრის მოდელები
- მიზნის მიღწევის 7 პრაქტიკული ტექნოლოგია
შეხვედრის დაწყებდამდე ერთი საათით ადრე, 12:00 საათზე, "ევექსი" გიმასპინძლებთ ფურშეტზე.
დასწრება თავისუფალია.
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
10 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
05 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი სამართლის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე
04 აგვისტო 2026