28 თებერვალს, 13:00 საათზე ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის წიგნის: „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ წარდგენა
წიგნში აღწერილია რუსეთის იმპერიის 150-წლიანი საინფორმაციო ომი და ტერმინოლოგიური „დივერსიები“ ქართველი ერის დასანაწევრებლად
2019 წლის 28 თებერვალს, 13:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის წიგნის: „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ წარდგენა. საარქივო და სხვა დოკუმენტური წყაროების ანალიზის საფუძველზე, წიგნში აღწერილია რუსეთის იმპერიის 150-წლიანი საინფორმაციო ომი და ტერმინოლოგიური „დივერსიები“ ქართველი ერის დასანაწევრებლად. წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ სპეციალისტების, არამედ ქართველთა დედაენისა თუ კულტურის აქტუალური საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.
Related news
Open Call Announced
Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law
04 August 2026
