ჰუმანიტარულ მენიცერებათა და სამართლის სკოლის დოქტორანტების სადისერტაციო ნაშრომების დაცვა
19 ნოემბერს დაგეგმილი სადისერტაციო ნაშრომების დაცვა
2018 წლის 19 ნოემბერს 16:00 საათზე, წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში (IV სართული) ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. „თარგმანმცოდნეობის“ მიმართულების დოქტორანტი ნინო ფალავანდიშვილი დაიცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: „ტრანსლატიკის პრობლემები და პერსპექტივები გიუნტერ გრასის ტექსტების ქართულად თარგმნის პროცესში“.
სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი:
- ნანა გოგოლაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ოფიციალური შემფასებლები:
- თამარ ჭუმბურიძე, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი;
- რუსუდან თაბუკაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი.
2018 წლის 19 ნოემბერს 16:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (IV სართული) ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. „ქართველური ენათმეცნიერების“ მიმართულების დოქტორანტი ნინო გრიგოლია დაიცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: „ინგლისური ენის მოდალური ზმნებისა და ერთეულების შესატყვისები ქართულში“.
სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები:
- ნუნუ გელდიაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- მანანა ღარიბაშვილი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ოფიციალური შემფასებლები:
- ვარდო გვარჯალაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- თამარ ლომაძე, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
