ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ცხადდება მიღება ქოუჩინგის მასტერკლასებზე
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 2018 წლის 20 ნოემბრამდე გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია
- ქოუჩინგი არის ადამიანის პოტენციალის აღმოჩენის ტექნოლოგია და მისი ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდის შესაძლებლობა.
- ქოუჩინგი ხელს შეუწყობს მონაწილეებს სწავლისა და თვითგანვითარების პროცესის გაცნობიერებაში, დახვეწაში, მიზნების სწორად დასახვაში, რესურსებისა და უნარების განვითარებაში, საკუთარი თავისა და სხვების მოტივაციის ამაღლებაში.
- ქოუჩინგი ეხმარება მონაწილეს კრიატიული აზროვნების, ინოვაციურიობის გახსნაში, ახალი იდეების აღმოჩენაში, სისტემური აზროვნების ჩამოყალიბებაში, ეფექტურ კომუნიკაციაში, საკუთარი თავის, გუნდის და პროცესების სწორად მართვაში.
ტრენერი: მარიკა ხალიანი - ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საქართველოს ქოუჩინგის ასოციაციის თანა-დამფუძნებელი, კომპანია "აისივი კავკასუსის" თანა-დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, საქართველოში მენეჯმენტ კონსულტანთა ასოციაციის თანადამფუძნებელი.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 2018 წლის 20 ნოემბრამდე გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია: https://goo.gl/forms/TTfU2hJjE2NRJBSg1
იჩქარეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ტრენინგის ჩატარდების დრო: 26, 27, 28, 29, 30 ნოემბერი - 14:00-20:00 საათამდე.
ტრენინგის ჩატარების ადგილი: წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
მასტერკლასი უფასოა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: 598 979 909 ნინო სალაძე
ელ. ფოსტა: saladze.nino@gmail.com
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
10 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
05 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი სამართლის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე
04 აგვისტო 2026
