DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ბატონი გებჰარდ როილის ვიზიტი
2018 წლის 19 ოქტომბერს (პარასკევი) 14:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის საკონფერენციო დარბაზში, DAAD-ის თბილისის საინფორმაცი
2018 წლის 19 ოქტომბერს (პარასკევი) 14:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის საკონფერენციო დარბაზში, DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი გებჰარდ როილი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებთან.
შეხვედრისას ბატონი გებჰარდი სტუდენტებს გააცნობს დაადის ფონდის მუშაობას, გერმანიაში სწავლისა და კვლევების შესაძლებლობებს, სტიპენდიების ჩამონათვალს და მათი მოპოვების გზებს.
შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.
დასწრება თავისუფალია.
Related news
Open Call Announced
Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law
04 August 2026

