ონლაინ კონფერენცია თემაზე „თანამედროვე სკოლის დანიშნულება და გამოწვევები“
18 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ონლაინ კონფერენცია თემაზე „თანამედროვე სკოლის დანიშნულება და გამოწვევები“
18 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ონლაინ კონფერენცია თემაზე „თანამედროვე სკოლის დანიშნულება და გამოწვევები“. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა პედაგოგის პროფესიის მნიშვნელობას მომავალი თაობის აღზრდის საქმეში. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა აღიარებული პედაგოგ-ნოვატორი შალვა ამონაშვილი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ფინური საერთაშორისო სკოლის აღმასრულებელი დირექტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი ნატალია ედიშერაშვილი; არქიმედეს სკოლის დირექტორი ირაკლი მანელიძე; წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის თანადამაარსებელი, მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ექსპერტი, თეოლოგი, კახა ჟღენტი; რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძე; ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი მადონა ლომსაძე; თბილისის 192-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნატო გოჩალეიშვილი. მომხსენებლებმა უპასუხეს ქართული უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტების კითხვებს.
კონფერენციის მუშაობა შეაჯამა ქართული უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზურაბ ბერიამ.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
