AIESEC-ი მსოფლიოს 126 ქვეყანაში SANGU–ს სტუდენტებს გაცვლით პროგრამებს სთავაზობს
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ საკონტაქტო ინფორმაციის ფორმა2020 წლის 20 ოქტომბერს SANGU–ს გაცვლითი პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ახალგაზრდულმა საერთაშორისო ორგანიზაცია – AIESEC-მა ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ სტუდენტებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია AIESEC-ის მოხალისეობრივი და პროფესიული ანაზღაურებადი გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომელიც 126 ქვეყანას მოიცავს.
AIESEC-ის პროექტში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 18-30 წლამდე ასაკის პირებისთვის.
ონლაინ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები. პრეზენტაციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროექტების შესახებ, ყველა საკითხზე მნიშვნელოვანი დიალოგი გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე სტუდენტური თვითმმართველობის მონაწილეობა ხელს შეუწყობს AIESEC-ის გაცვლითი პროგრამების შესახებ სტუდენტებში ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელებას.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
