ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია ინგლისური ფილოლოგიის აქტუალური პრობლემები
2020 წლის 29 მაისს, 11:00 საათზე, წმ. ანდრიას უნივერსიტეტში გაიმართა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია ინგლისური ფილოლოგიის აქტუალური პრობლემები.2020 წლის 29 მაისს, 11:00 საათზე, წმ. ანდრიას უნივერსიტეტში გაიმართა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია ინგლისური ფილოლოგიის აქტუალური პრობლემები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართული უნივერსიტეტის, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და დოქტორანტებმა. კონფერენციას მიესალმა ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდისანიძე და მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა მონაწილეობისთვის. კონფერენცია გახსნეს და დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა ოთარ მათეშვილმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მანანა რუსეიშვილმა. კონფერენცია ჩატარდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
კონფერენციის პროგრამა
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
29 ივნისი 2026
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
25 ივნისი 2026
შეხვედრა დოქტორანტებთან სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის საკითხებზე
სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სადისერტაციო ნაშრომის შექმნის ძირითად ეტაპებზე, კვლევის შედეგების ეფექტიანად წარმოჩენის მეთოდებსა და...
24 ივნისი 2026
