საუკეთესო შანსი საერთაშორისო ცოდნის და გამოცდილებისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლისთვის 2020 წელი სასიამოვნო სიახლეებით დაიწყოწმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლისთვის 2020 წელი სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო. სკოლამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა: ნიდერლანდების ბიზნეს სკოლასთან, ლიტვის რეგიონული კვლევის ინსტიტუტთან, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტთან და თესალონიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევით ცენტრთან.
მემორანდუმის ფარგლებში ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების და ეკონომიკის მიმართულების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები შეძლებენ ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, ონლაინ ლექციების და შეხვედრების ჩატარებას, სტუდენტთა კვლევითი პროექტების ერთობლივად შეფასებას, თეზისების განხილვას, ტრენინგებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას.
ჩამოთვლილი აქტივობები წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს ხელს შეუწყობს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და ჩაერთონ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
