საქველმოქმედო ღონისძიება გაბრიელისთვის
11 დეკემბერს, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო საღამო პატარა გაბრიელის დასახმარებლად.11 დეკემბერს, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო საღამო პატარა გაბრიელის დასახმარებლად. მისი დიაგნოზია შუასაყრის სიმსივნე. ჩაუტარდა სამი ოპერაცია, ამ ეტაპზე ესაჭიროება მეოთხე, რომ სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრების გაგრძელება.
საღამოს ორგანიზატორები იყვნენ: სალომე ეფრემიძე, სალომე სისაური, ქეთევან კაცელაშვილი,
ეკუნა მიქაშავიძე. ღონისძიებაზე სტუდენტებმა შეასრულეს ქართული და უცხოური სიმღერები, წაიკითხეს ლექსები. (მონაწილეები: თათია ილურიძე, კესო ყაველაშვილი, მარიამ ხუნძაკიშვილი, ქეთევან კაცელაშვილი, დაჩი ჩიქოვანი, საბა ღურცკაია)
ქართული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით გაბრიელის მკურნალობისათვის 1000 ლარი გადაირიცხება.
მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
22 სექტემბერი 2026
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
02 სექტემბერი 2026
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
29 ივნისი 2026
