SANGU WELCOME PARTY
4 ოქტომბერს, კაფე-ბარ გალერეა იტალიანაში გაიმართა WELCOME PARTY პირველკურსელებისთვის.4 ოქტომბერს, კაფე-ბარ გალერეა იტალიანაში გაიმართა WELCOME PARTY პირველკურსელებისთვის.
საღამოს წამყვანები იყვნენ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი ნინი ჩექურიშვილი და ამავე უნივერსიტეტის სპორტისა და სტუდენტური ცხოვრების ორგანიზების სამსახურის მენეჯერი რევაზ ქარჩხაძე.
ღონისძიებაზე ქართულ უნივერსიტეტში სახელმწიფო გრანტით ჩარიცხულ სტუდენტებს საჩუქრად გადაეცათ მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" სასაჩუქრე ვაუჩერები და უნივერსიტეტის ბრენდირებული აქსესუარები. საღამოზე სტუდენტების ინიციატივით ჩატარდა სახალისო თამაშები, გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცათ უნივერსიტეტის სპორტ-დარბაზის ერთთვიანი აბონემენტები.
საღამო ცოცხალი შესრულებით მუსიკალურად გააფორმა ბენდმა "NEW ONE & TIKA BALANCHINE".
მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
22 სექტემბერი 2026
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
02 სექტემბერი 2026
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
29 ივნისი 2026
