ტრადიციული ექსკურსია პირველკურსელებისთვის
2019 წლის 28-29 სექტემბერს, ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით მოეწყო ექსკურსია პირველკურსელებისთვის.2019 წლის 28-29 სექტემბერს, ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით მოეწყო ექსკურსია პირველკურსელებისთვის.
28 სექტემბერს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პირველკურსელები პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიით კახეთში. ექსკურსიის მარშრუტი იყო: თბილისი-წინანდალი-თელავი-ალავერდი-თბილისი. ექსკურსიის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ერეკლე მეფის სასახლე და ალავერდის ტაძარი.
29 სექტემბერს ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პირველკურსელები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე შიდა ქართლში. გასვლითი ტურის ფარგლებში სტუდენტებმა პროფესორ-მასწავლებლებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად მოინახულეს ატენის სიონი და უფლისციხე.
ექსკურსიების მთავარი მიზანი იყო პირველკურსელებს უნივერსიტეტის გარეთ, არაფორმალურ გარემოში უკეთ გაეცნოთ როგორც თავიანთი თანაკურსელები, ასევე ის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ვისთან ერთადაც გაატარებენ საუნივერსიტეტო ცხოვრების უმეტეს ნაწილს.
მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
