ისტორიის სპეციალობის სტუდენტების საველე ლექცია შიდა ქართლში
2019 წლის 14 მაისს, ქართული უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისთვის, პროფესორ ნიკოლოზ მურღულიას ხელმძღვანელობით, სასწავლო კურსის "საქართველოს არქეოლოგია" ფარგლებში მოეწყო გასვლითი, საველე ლექცია.2019 წლის 14 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისთვის, პროფესორ ნიკოლოზ მურღულიას ხელმძღვანელობით, სასწავლო კურსის "საქართველოს არქეოლოგია" ფარგლებში მოეწყო გასვლითი, საველე ლექცია - პრაქტიკული მეცადინეობა. საველე ლექციის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს შიდა ქართლის ძეგლები: წილკანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი; ძალისის ანტიკური ხანის ნაქალაქარი და IV-V საუკუნეების ქრისტიანული აკლდამა; სამთავისის ტაძარი; გორის ციხე და უფლისციხის კომპლექსი. სტუდენტები გაეცნენ რომაულ სამშენებლო ტექნოლოგიებსა და ქალაქგეგმარების საკითხებს, ქრისტიანული ხუროთმოძღვრების განვითარების ეტაპებს, განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების საფოტიფიკაციო სისტემებს, ასევე, უშუალოდ ძეგლებზე გაეცნენ სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ფენების გამიჯვნის ნიუანსებსა და წესებს.
მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
