პროფესორ ევა გოცირიძის საჯარო ლექცია
2019 წლის 13 მარტს, ქართული უნივერსიტეტში პროფესორმა ევა გოცირიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "საქართველოს კონსტიტუციის ადამიანის უფლებათა დებულებები, სივრცე შემდგომი განვითარებისათვის".2019 წლის 13 მარტს, ქართული უნივერსიტეტში პროფესორმა ევა გოცირიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "საქართველოს კონსტიტუციის ადამიანის უფლებათა დებულებები, სივრცე შემდგომი განვითარებისათვის".
შეხვედრა გახსნა რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა პროფესორ ევა გოცირიძის როლს ადამიანის უფლებათა საკითხების მეცნიერულ შესწავლასა და განვითარებაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პროფესორმა ევა გოცირიძემ ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის იმ დებულებების შესახებ, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებთან. განიხილა კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძლიერი და სუსტი მხარეები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.
ლექციის ბოლოს პროფესორმა ევა გოცირიძემ უპასუხა დამსწრეთა კითხვებს.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
