გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი

17 სექტემბერი 2026

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი აცხადებს მიღებას 2026-2027 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე

აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი აცხადებს მიღებას 2026-2027 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე, შემდეგ 9 საგანში:

  • ქართული ენა და ლიტერატურა

  • უცხოური ენა

  • მათემატიკა

  • ისტორია

  • ფიზიკა

  • ქიმია

  • ბიოლოგია

  • გეოგრაფია

  • ზოგადი უნარები

ყოველ საგამოცდო საგანში მომზადება ხორციელდება სწავლების მაღალი სტანდარტით, რეგულარული ტესტირებებითა და შედეგების დეტალური ანალიზით. აბიტურიენტებს აქვთ შემოქმედებითი ურთიერთობა პედაგოგებთან, რაც უზრუნველყოფს ხელსაყრელ სამუშაო გარემოს და წარმატებას ეროვნულ გამოცდებზე.

მოსამზადებელ ცენტრში შესაძლებელია სწავლა ერთ ან რამდენიმე საგანში. კურსი მოიცავს 30 სასწავლო კვირას. თითოეულ საგანში ჩატარდება კვირაში ორი ორ-საათიანი შეხვედრა. სასწავლო ჯგუფში დასაშვებია მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 7 აბიტურიენტი.

მოსამზადებელ ცენტრში ჩარიცხული აბიტურიენტი, თუ SANGU-ში გააგრძელებს სწავლას, მიიღებს 20%-იან შეღავათს სემესტრულ სწავლის საფასურზე. შეღავათი შენარჩუნდება მომდევნო სემესტრებშიც, თუ სტუდენტის აკადემიური მოსწრება თითოეულ კურსში 81 ქულას არ ჩამოსცდება.


სწავლის საფასური

  • 1 საგანი - 900 ლარი

  • 2 საგანი - თითოეული 800 ლარი

  • 3 ან მეტი საგანი - თითოეული 700 ლარი

თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.


რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 12 ოქტომბერი.

ონლაინ რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე.

საკონტაქტო ელ. ფოსტა: info@sangu.edu.ge
საკონტაქტო ნომერი: 225 00 77

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

WELCOME PARTY 2026

WELCOME PARTY 2026

2026 წლის 8 ოქტომბერს, 18:00 საათზე, რესტორან „ოტიუმში“ გაიმართება პირველკურსელთა წვეულება WELCOME PARTY.
კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 2026

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 2026

2026 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულების გამოსაშვები საღამო გაიმართება 3 ოქტომბერს, 16:00 საათზე
ცხადდება კონკურსი იურიდიულ კლინიკაში სტუდენტური პრაქტიკის გასავლელად

ცხადდება კონკურსი იურიდიულ კლინიკაში სტუდენტური პრაქტიკის გასავლელად

პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტები იმუშავებენ რეალურ სამართლებრივ საქმეებზე, მოამზადებენ შესაბამის დოკუმენტაციას და გაივლიან პრაქტიკულ მომზადებას.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა