შენი პროფესიული ბრენდი: როგორ შეგამჩნიონ და აგირჩიონ

5 ნოემბერს, 13:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა თემაზე „შენი პროფესიული ბრენდი, როგორ შეგამჩნიონ და აგირჩიონ?“
Jobify-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან პროფესიული ბრენდის შექმნისა და განვითარების პრაქტიკულ გზებს.
შეხვედრაზე განხილული იქნება:
რა არის პროფესიული ბრენდი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი კარიერული განვითარებისთვის;
როგორ წარმოვაჩინოთ საკუთარი გამოცდილება, უნარები და ძლიერი მხარეები;
როგორ შევქმნათ პროფესიული ონლაინიმიჯი და ეფექტურად გამოვიყენოთ LinkedIn;
როგორ გავხდეთ დამსაქმებლისთვის უფრო შესამჩნევი და გამორჩეული კანდიდატი;
რა როლი აქვს კომუნიკაციას, პერსონალურ სტილსა და თანმიმდევრულობას პროფესიული რეპუტაციის ჩამოყალიბებაში;
პრაქტიკული რჩევები პროფესიული ბრენდის გასაძლიერებლად და კარიერული შესაძლებლობების მოსაძიებლად.
სპიკერი: მარიამ კახნიაშვილი, Career & Business Development Trainer
თარიღი: 5 ნოემბერი
დრო: 13:00 საათი
ადგილი: წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი
ორგანიზატორი: კარიერული განვითარებისა და დასაქმების სამმართველო, Jobify-სთან თანამშრომლობით.
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის გამოცხადდა Erasmus+ მობილობის კონკურსი ნეაპოლის უნივერსიტეტში 2027-2028 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
