გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს

21 ოქტომბერი 2026

22 ოქტომბერს სტუდენტები „დავითიანნის“ საქმიანობას, თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნობიან.

22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნობიან ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებშიც ჩართვა შეუძლიათ.

თანამშრომლობის მიმართულებები:

  • ინტელექტუალური და შემოქმედებითი ოლიმპიადა-კონკურსები;

  • ისტორიული და კულტურული პროექტები;

  • საქველმოქმედო და მოხალისეობრივი საქმიანობა;

  • სტუდენტური ინიციატივებისა და კლუბების მხარდაჭერა;

  • სამეცნიერო კონფერენციები.

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება „დავითიანნის“ მიერ დაგეგმილი ოლიმპიადა-კონკურსებისა და სხვა აქტივობების ფორმატი, მონაწილეობის პირობები და შეფასების პრინციპები.

თარიღი: 22 ოქტომბერი
დრო: 12:00 საათი
ადგილი: წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალისთვის

Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალისთვის

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის

Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის

ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის გამოცხადდა Erasmus+ მობილობის კონკურსი ნეაპოლის უნივერსიტეტში 2027-2028 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
შენი პროფესიული ბრენდი: როგორ შეგამჩნიონ და აგირჩიონ

შენი პროფესიული ბრენდი: როგორ შეგამჩნიონ და აგირჩიონ

5 ნოემბერს სტუდენტები პროფესიული ბრენდის შექმნისა და კარიერული პოზიციონირების პრაქტიკულ გზებს გაეცნობიან.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა